სამარსკი ალექსანდრე
სამარსკი ალექსანდრე

სამარსკი ალექსანდრე (Самарский Александр, 19.II.1919, უკრაინა - 11.II.2008, მოსკოვი, რუსეთი), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ გამოთვლითი მათემატიკის, მათ. ფიზიკის, მათ. მოდელირების თეორიის სპეციალისტი, მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის პროფესორი, რუსეთის მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი, საპატიო დოქტორად აირჩია (05.XI.1994).

ს. ა.  ნაადრევად დაობლდა. ხუთი წლიდან უფროსი დები ზრდიდნენ. მან ოქროს მედალზე დაასრულა ტაგანროგის ანტონ ჩეხოვის სახ. სკოლა (1936). ბავშვობაში, მათ. და ფიზიკის გარდა, გატაცებული იყო ლიტერატურით, წერდა პიესებს. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტის მეოთხე კურსის სტუდენტი მოხალისე ჯარისკაცად წავიდა ფრონტზე (1941). მძიმე ჭრილობის გამო 10 თვე იმყოფებოდა საავადმყოში. ამის შემდეგ იგი მასწავლებლად მუშაობდა კრასნოიარსკის მხარეში.

ს. ა-მ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში ა. ტიხონოვის ხელმძღვანელობით (1945) და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1957). იგი იყო მოსკოვის უნ-ტის დოცენტი (1948-1958), შემდეგ კი ამავე უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტის პროფესორი (1958). მეცნიერი ლექციებს კითხულობდა მექანიკა-მათ. (1961-1970), გამოთვლითი მათ. და კიბერნეტიკის  ფაკ-ტზე (1961-1970).

ს. ა-მ დააარსა გამოთვლითი მეთოდების კათედრა (1982-2008), შემდეგ კი შექმნა მეცნ. აკადემიის მათ. მოდელირების ინ-ტი (1990). ს. ა. მონაწილეობდა შემდეგი ჟურნალების: „მათემატიკური მეცნიერებების წარმატებები,“ „გამოთვლითი მათემატიკა და მათემატიკური ფიზიკა.“ მანვე დააარსა ჟურნალი „მათემატიკური მოდელირება.“(1982).

ს. ა. ხელმძღვანელობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის, მოსკოვის გამოყენებითი მათემატიკის ინ-ტის, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინ-ტისა და თსუ-ის თანამშრომლების  ერთობლივ კვლევებს. თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტზე წლების განმავლობაში უძღვებოდა ლექციათა კურსს.